пятница, 28 февраля 2014 г.

    ნახეთ ჩემი პორტფოლიო



 ბოლო დღის რეფლექსია

დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა. ავტვირთეთ პროექტები ბლოგებზე.შევეცადე,რომ კარგი გამოსულიყო . ვხვდები ,თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროექტს ჩემი პროფესიული განვითარებისათვის. სურვილი გამიჩნდა ახალი პროექტის დაწყებისა.დიდი მადლობა, ქალბატონ ირინას დაუღალავი შრომისათვის. ყველას ვუსურვებ წარმატებას.

воскресенье, 23 февраля 2014 г.

   დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები,ჩემი მასალები ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეებში. განვსაზღვრეთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის აქტივობები.
   დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები.მასალები ჩავალაგე შესაბამის საქაღალდეში. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის განვსაზღვრეთ აქტივობები.
          დღეს განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები, ჩემი პროექტის მასალები მოვათასავსე შესაბამის საქაღალდეში. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის შევიმუშავეთ აქტივობები.

суббота, 22 февраля 2014 г.

ჩემი პორტფოლიო


 შეფასების დროში გაწერილი გეგმის საფუძველზე განვიხილეთ და ვიმსჯელეთ   აქტივობებზე და დავალებებზე. გავითვალისწინე მოსწავლეების დიფერენცირებაც.
განვიხილეთ შეფასების სახეები, შეფასების  რუბრიკები, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაზე. მძიმე დღე იყო. ძალიან ბევრი შეფასებებია. გავარჩიეთ სხვადასხვა შეფასებები და მოვარგეთ ჩვენს პროექტებს.


воскресенье, 16 февраля 2014 г.


                          რეფლექსია  დღე 6

     დღეს განვაცალკევე, როგორ შეიძლება შევქმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელშიც მოიაზრება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შაბლონები,მისი შექმნის მეთოდები,რა ინსტრუმენტები შეიძლება გავთვალოთ მოსწავლის ნაშრომისათვის.

                             რეფლექსია დღე 5

            გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს. განვიხილეთმე-3 მოდული.გავეცანი,როგორ გადმოვიწერო ინტერნეტიდან მასალებიისე, რომ არ დავარღვიო საავტორო უფლებები. უფრო ნათლად ჩამოვაყალიბე პრისროექტის მიმდევრობა. აგრეთვე გავეცანი გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს,რომელსაც მოვარგებ საუთარ პროექტს.
                             
დღე 4 რეფლექსია               
   
         სწავლის ეფექტიანობისათვის    გასათვალისწინებელია წინარე ცოდნის შეფასება.განვსაზღვროთ განმავითარებელი, განმსაზღვრელი შეფასება.დავადგინე წინარე ცოდნა და გავითვალისწინე მოსწავლის საჭიროებები,ამიტომ თემის მიხედვით ავირჩიე სტრატეგიები. განვიხილეთ  დროში გაწერილი შეფასების გეგმა.ის აქტივობები და შეფასებები,რომლებიც გვჭირდება პროექტის დაწყებამდე და მსვლელობისას. შევადგინე მოსწავლის საჭიროებების ჩელისტი და შეფასების გეგმა. ვისწავლე,როგორ ავტვირთო მასალა youtube-ზე და დავდო ლინკი პრეზენტაციის სლაიდზე.                                                                                                                           

суббота, 8 февраля 2014 г.

საინტერესო იყო დღევანდელი დღე. სირთულეების აღარ გვეშინია. ქალბატონმა ირინამ არაჩვეულებრივად შეაჯამა სამი დღის პროგრამა და ჩვენც უკვე აქტიურად ჩავებით მუშაობაში. გავერკვიეთ მიზნებსა და სტანდარტებში, შევადარეთ ბლუმის ტაქსონომიას,გავუზიარეთ ერთმანეთს "საკვანძო სიტყვები".

воскресенье, 2 февраля 2014 г.

 პროექტული სწავლების ასეთი მიდგომა ჩვენთვის მართლაც სიახლეა, რთული მეჩვენა და საინტერესოც. ზოგადად თემა უკვე მოვიფიქრე. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, შევქმენი პორტფოლიო და მისი რუბრიკა გავარჩიეთ, გზამკვლევის მუშაობაშიც გავერკვიე და პუბლიკაციის გაკეთებას შევუდექი. პროექტით სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოსწავლეების 21- ესაუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.ცოტა ვნერვიულობ, დიდი სურვილის, ჩემი დაინტერესების და ჩემი ტრენერის სიყვარულის გამო ვუძლებ ამ სიცივეს.